ახალი ამბები

მოქალაქეებმა ახალქალაქში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

17 აპრილი, 2014 • • 1542
მოქალაქეებმა ახალქალაქში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ დილისკაში, სოფელ ოკამსა და ორჯაში მცხოვრებმა სამმა პირმა ნებაყოფლობით ჩააბარა გადაჭრილი სანადირო თოფი, „ეფ-1“-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, „ერ-გე-42“-ის ტიპის 1 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 3 დეტონატორი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სხვადასხვა კალიბრის 18 საბრძოლო ვაზნა, „ტე-ტე“-ს სისტემის 1 ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით და 5 საბრძოლო ვაზნით, 400 გრ ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი, „ა-კა-ეს“-ის სისტემის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 60 საბრძოლო ვაზნით.

სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

იარაღი და საბრძოლო მასალა (ახალქალაქი)
იარაღი და საბრძოლო მასალა (ახალქალაქი)

მასალების გადაბეჭდვის წესი