“ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქარველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და ხელოვნური საზღვრების გავლება ქმნის სერიოზულ პრობლემებს ადამინების გადაადგილების კუთხით. აღნიშნული ფაქტიც, ვგულისხმობ ჟურნალისტების დაკავებას, ერთ-ერთი მაგალითია ასეთი გამოვლინების. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად იქნებიან ჩართული და უზრუნველყოფენ მათ გათავისუფლებას. როგორც ვიცი, აბაშიძე–კარასინის შეხვედრაზეც იქნება ეს თემა განხილული. ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აამოქმედა ცხელი ხაზი ცხინვალთან, რომლის მეშვეობითაც ისინი ცდილობენ ჟურნალისტების თავისუფლების უზრუნველყოფას” – განაცხადა რიჩარდ ნორნალდმა.
ამერიკის ელჩმა ეს კომენტარი მედიასთან ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, 16 აპრილს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროგრამის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ტვ–3–ის 3 თანამშრომელი (ბელა ზაქაიძე – ჟურნალისტი, ვახო ლეკიაშვილი – ოპერატორი და მიხეილ მიხოევი – ჩართვის ოპერატორი) რუსმა მოსაზღვრეებმა სოფელ აძვთან გუშინ დააკავეს.








