ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს

15 აპრილი, 2014 • • 1748
აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს
ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა bakupost.az ავრცელებს. 


“სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ დღეს ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჩვენ მოწმეები ვართ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების და გვსურს, რომ ყარაბაღის პრობლემა, რომელიც რეგიონში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, უახლოეს მომავალში გადაწყდეს. არც ერთი მეზობელი არ უნდა შეეცადოს სხვადასხვა საბაბით ბოროტად გამოიყენოს არსებული სიტუაცია,”- განაცხადა ელჩმა. 
 

მისივე თქმით, კონფლიქტის გადაჭრის შეფერხებას კონფლიქტის ხასიათი განაპირობებს, თუმცა მისი გადაჭრისთვის საჭიროა ყველა მხარის პოლიტიკური ნება. 


“ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა [სომხეთი და აზერბაიჯანი] კონფლიქტის საბოლოო აღმოფხვრისთვის კონკრეტული ნაბიჯები ერთობლივად უნდა გადადგას. საჭიროა საერთო შეთანხმების მიღწევა იმ ჩარჩოებში, რომ მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდი ოკუპირებული რაიონის გათავისუფლება მოხდეს.” 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის საბოლოო აღმოფხვრა რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ვერ მოხდება. 


რიჩარდ მორნინგსთარი; ფოტო: bakupost.az
რიჩარდ მორნინგსთარი; ფოტო: bakupost.az

მასალების გადაბეჭდვის წესი