ახალი ამბები

დაასახელეს საპატიო თბილისელები — ნიკოლოზ რაჭველი, ღოღობერიძე, შაბთაი ცური და სხვები

7 ოქტომბერი, 2018 • 3656
დაასახელეს საპატიო თბილისელები —  ნიკოლოზ რაჭველი, ღოღობერიძე, შაბთაი ცური და სხვები

2018 წლის 7 ოქტომბერს, თბილისობაზე, მერიამ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 13 ადამიანს მიანიჭა. ესენი არიან:

  • კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე
  • გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი.
  • ჯაზშემსრულებელი გიული ჩოხელი, “ქართული ჯაზის ლეგენდა”
  • “სუხიშვილების” სოლისტი თენგიზ უთმელიძე
  • გაიოზ კანდელაკი, თბილისის ბიგ ბენდის დამაარსებელი
  • არქიტექტორის ისტორიკოსი მაია მანია
  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე მარდალეიშვილი
  • ნოდარ ცერცვაძე, ჰიდროგეოლოგიის მკვლევარი
  • ლადო კახაძე, მიღებული აქვს ღირსების ორდენი ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დანერგვისა და დამკვიდრებისთვის
  • თემურ ჩალაბაშვილი, ჟურნალისტთა კავშირის და მწერალთა კავშირის წევრი
  • შაბთაი ცური, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე
  • ვახტანგ კახიძე, კომპოზიტორი და დირიჟორი
  • ნიკოლოზ რაჭველი, სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი

რამდენიმე კვირით ადრე წოდება მიენიჭათ ქეთი მელუასა და მიხეილ ბარიშნიკოვს. 2018 წელს, ჯამში, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 15 ადამიანს მიანიჭეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი