ახალი ამბები

სათაფლიის ნაკრძალი ძლიერი ქარის გამო დახურულია

7 ოქტომბერი, 2018 •
სათაფლიის ნაკრძალი ძლიერი ქარის გამო დახურულია

ძლიერი ქარის გამო სათაფლიის ნაკრძალი ვიზიტორებს ვერ იღებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ძლიერი ქარის ფონზე ქვათაცვენის საფრთხე არსებობს კლდიდან, რომელიც პარკის ბილიკს მიუყვება. შესაბამისად, ნაკრძალი, უსაფრთხოების მიზნით, დროებით დაიკეტა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იმერეთის რეგიონში, ამჟამად, 10-15/20-25 მ/წმ ქარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი