ნეტგაზეთი | მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მანანა კაპეტივაძემ მიიღო მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მანანა კაპეტივაძემ მიიღო – Netgazeti

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მანანა კაპეტივაძემ მიიღო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ინგლისური და რუსული ენების პედაგოგმა, მანანა კაპეტივაძემ მიიღო. გადაწყვეტილება დღეს, 5 ოქტომბერს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამოცხადდა. გამარჯვებული პრიზად 10 ათას ლარს მიიღებს.

მანანა კაპეტივაძე უცხო ენებს ქალაქ ბაღდათის მეორე საჯარო სკოლაში ასწავლის.

სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მთლიანობაში 700-ზე მეტმა  პედაგოგმა შეიტანა განაცხადი. მეორე ეტაპზე მხოლოდ ათი საუკეთესო პედაგოგი შეირჩა, მესამეზე კი მხოლოდ 5 ფინალისტი გამოვლინდა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაარსდა. გამარჯვებული პედაგოგი მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით, ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი უნდა გამოირჩეოდეს კრეატიულობით, განსხვავებული, წარმატებული სწავლის მეთოდებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან