ახალი ამბები

მარგველაშვილი “ოცნებას” ლევან ყიფიანისთვის “ზურგის შექცევის” გამო აკრიტიკებს

5 ოქტომბერი, 2018 • 1482
მარგველაშვილი “ოცნებას” ლევან ყიფიანისთვის “ზურგის შექცევის” გამო აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ომეგა ჯგუფის” საქმეზე გამოკითხულ სპორტის ყოფილ მინისტრზე ისაუბრა. მარგველაშვილის თქმით, ლევან ყიფიანს “ქართულმა ოცნებამ” ზურგი შეაქცია იმის ფონზე, რომ ყიფიანი მათი თანამებრძოლი იყო.

პრაზიდენტმა მმართველ გუნდს მიმართა და თქვა, რომ თანაგუნდელების გაწირვა კარგად არც მათ მიუბრუნდებათ, რადგან ეს მეტყველებს, თუ როგორი სტანდარტებით მოქმედებს “ქართული ოცნება”:

“დღეს როდესაც მე ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ჩვენ ჩანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, რომელიც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როცა მე ვეღარ ვიხსენებ იმ ადმაინებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში. ლევანი იბრძოდა ჩვენთან ერთად. ლევანი იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, როდესაც ჩვენ ვიყავით კოლექტიური ორგანოს მინისტრთა კაბინეტის წევრები.

ზურგის შექცევა ლევან ყიფიანის მიმართ და იმის არგააზრება, რომ შეიძლება ის რთულ ვითარებაშია, მე არ შემიძლია, როგორც იმ ადამიანს, რომელიც ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი და ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც დღეს რომ არიან ხელისუფლებაში, მაშინ ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი