ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოკუპაციის უარყოფის გამო სასჯელის შესახებ ინიციატივას აფხაზეთში ეხმურებიან

14 აპრილი, 2014 • • 2206
ოკუპაციის უარყოფის გამო სასჯელის შესახებ ინიციატივას აფხაზეთში ეხმურებიან

“საინტერესოა, წერილობითი და ზეპირი ფორმის გარდა, კიდევ როგორი ფორმით შეიძლება უარყო [ოკუპაცია], იქნებ სიმღერის ან გარკვეული შინაარსობრივი ცეკვის, ან, ღმერთმა არ ქნას, აზრის ფორმით. 


მოკლედ, იმისთვის, რომ სიცრუე უფრო გამყარებული იყოს, ის რაღაცით უნდა გაამყარო. როდესაც კონსტრუირებული ფაქტების ნაკლებობა და კვაზირაციონალური არგუმეტები გაქვს, გამოსავალია – ჭეშმარიტება აკრძალო,”- წერს ხინთბა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 


მისი თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არსებული “ავტორიტარულ-ნაციონალური” ფასეულობები დღესაც მისი მხარდამჭერების საზოგადოებრივი იდეალია.


“ისინი გრძნობენ, რომ მათი დროის იდეოლოგიური კონცეფციები იმსხვრევა. თუმცა არ ესმით, რომ ამგვარი შეზღდუდვები კიდევ უფრო აჩქარებს მათ მსხვრევას.”


მისი თქმით, საქართველოში არსებული წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთს არ შეესაბამება, და “აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”.

 

“ისღა რჩება, საქართველოს მოსახლეობას უსურვო არ შეწიროს რეალური ინტერესები უაზრო იდეოლოგიას,”- წერს ხინთბა. 

 



“ერთიანი ნაციოანლური მოძრაობისა” და საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გია ბარამიძის მიერ შემუშავებული სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მათზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის სააჯროდ უარყოფის გამო საქართველოს მოქალაქეები დაისჯებიან. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი