ახალი ამბები

რაც უფრო მეტი ეკლესია ჩაეხსნება რუსეთის ეკლესიას, მით უკეთესი – ჯაფარიძე

4 ოქტომბერი, 2018 • 7072
რაც უფრო მეტი ეკლესია ჩაეხსნება რუსეთის ეკლესიას, მით უკეთესი – ჯაფარიძე

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიებელმა ეკლესიამ უნდა დააფიქსიროს და არა – პოლიტიკოსებმა.

“გასაგებია, რომ ჩემი პოლიტიკური პოზიცია არის ის, რომ უკრაინის ეკლესიას უნდა ჰქონდეს ავტოკეფალია და უნდა იყოს დამოუკიდებელი. რაც უფრო მეტი ეკლესია ჩაეხსნება რუსეთის ეკლესიას, მით უკეთესი იმიტომ, რომ რუსეთის ეკლესია არის “ეფ ეს ბეს” გაგრძელება. თუმცა ეს არის ჩემი პოლიტიკური პოზიცია. თუ, ზოგადად, ქვეყნის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებაზე არის საუბარი, ამ შემთხვევაში ეს უნდა დააფიქსიროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და არა ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა”, – განუცხადა ჯაფარიძემ “ნეტგაზეთს”.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება/არაღიარების საკითხს თან ახლავს პოლიტიკური კონტექსტიც, “ნეტგაზეთი” დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიციით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. პრეზიდენტობის კანდიდატების მოსაზრებებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე, ასევე, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის

უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას იმსახურებს – დავით ბაქრაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი