“დაუშვებელია საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ჩვენს პრინციპებს და იმ ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ.
ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია ძალადობა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყოველთვის ღიად აფიქსირებდა და დღესაც აცხადებს, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები, ისეთ გარემოში, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის უფლება და კანონის უზენაესობა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.
