მინისტრმა ამის შესახებ კომენტარი მედიასთან სხდომის დაწყებამდე გააკეთა:
“დღეს მთავრობის სხდომაზე გადის ჩემი აზრით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის ახალი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება რაც რეაბილიტაციას და ბავშვებზე ზრუნვას გულისხმობს, სადაც ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 19 მილიონს შეადგენს” – განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, ეს არის რიგი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცვლილებები:”როგორიც არის სოფლის ექიმის პროექტის დაფინანსების 30 პროცენტით ზრდა. ის რასაც ჩვენ უკვე წინასწარ შევპირდით ჩვენს კოლეგებს. ასევე ეს არის მაღალმთიანი და მოშორებული რაიონების დაწესებულებების სპეცდაფინანსების ზრდა, რადგან ეს ბიზნესის კუთხით წამგებიანი მიმართულებაა კერძო კომპანიებისთვის და ჩვენ ვალდებულებაა შევინახოთ და გავაუმჯობესოთ ამ რაიონების სამედიცინო განვითარება. ასევე ის რასაც შევპირდით მოსახლეობას, დაიწყება ორსულებისთვის ვიტამინების დარიგება. ასევე მოხდება სამკურნალო ცენტრის ახალი შენობის დაფინანასება და ამოქმედდება ახალი ცენტრი. სადაც 97 საწოლი შევა ექსპლოატაციაში და თვითინ შენობა მზად არის და ტესტირებას გადის კანალიზაციასა და ვენტილაციაზე.“
დღეს მთავრობის სხდომაზე 29 საკითხს განიხილავენ.








