ახალი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

2 ოქტომბერი, 2018 • 1842
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

პეკინში, ჩინეთის ღია პირველობაზე ასპარეზობა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო.

ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-17 ჩოგანი,  ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა და ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებს.

მატჩი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მეტოქე ქართველმა ჩოგბურთელმა 3 სეტში, ანგარიშით 6:7(6), 7:5, 6:2 დაამარცხა. ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე 34 წლის ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი