ახალი ამბები

მთავრობამ საპატრიარქოს ერთ ლარად გადასცა მიწის ნაკვეთი სიღნაღში

7 აპრილი, 2014 •
მთავრობამ საპატრიარქოს ერთ ლარად გადასცა მიწის ნაკვეთი სიღნაღში

სიღნაღში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე 3 377 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №56.14.16.094) საპატრიარქოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ ლარად გადაეცა საკუთრებაში.

 

შესაბამის განკარგულებაში, რომელიც 4 აპრილს გამოიცა, მითითებულია, რომ ქონების გადაცემას საფუძვლად უდევს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი.

 

ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, 31 მარტის განკარგულებით, მთავრობამ ეკლესიას ერთ ლარად 100 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა N1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N74.05.11.147) გადასცა ყაზბეგში, სოფელ კობში. ასევე – ორი ავტობუსი HYUNDAI. 

მასალების გადაბეჭდვის წესი