ახალი ამბები

რუსთავში ორი ადამიანი დაჭრეს

29 სექტემბერი, 2018 • 1860
რუსთავში ორი ადამიანი დაჭრეს

შსს-ში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ დღეს რუსთავში ორი ადამიანი დაჭრეს.

უწყების ცნობით, ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გამოძიება სისხლსი სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ის თანახმად, დაშავებულებს უკვე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი