“საკმაოდ მოცულობითი სამუშაო ჩავატარეთ საანგარიშო პერიოდში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბევრ ჩვენ პროექტში საკმაოდ დიდი წინსვლა გავაკეთეთ. პირველ რიგში, მინდა გამოვყო ერთი საკითხი, ეს არის დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკიდან ქართული ხელნაწერების ჩამოტანის საკითხი, ამის შესახებ მე მცირე ინფორმაცია გავავრცელე, მოხერხდა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული 6 ხელნაწერიდ დიგიტალური ვერსიის ჩამოტანა საქართველოში. რამოდენიმე მათგანი საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელნაწერია, იქ არის იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შესრულებული მე–11 საუკუნის დიგიტალიზაციის საკითხი, ასევე პალიმფსესტის ერთი ფურცელი, რომელიც უნიკალურია თავისი შინაარსით, ეს არის ქართულ–ებრაული პალიმფსესტი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩამოვიდა 5 ასლი დიგიტალური ვარიანტის, რომლიდანაც ერთი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცემა, ერთი- საპატრიარქოს, ასევე, კულტურის სამინსიტროს, საჯარო ბიბლიოთეკას, ერთი კი ჩვენთან დარჩება და იქნება ხელმისაწვდომი მკვლევარებისთვის და ყველასთვის, ვისაც შინაარსი აინტერესებს. ორიგინალი სახე ამ დოკუმენტის ჩვენთან არ არსებობდა და ამ ასლების გადაცემა ჩამოთვლილი დაწესებულებებისთვის განხორციელდება, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში”, – განაცხადა მინისტრმა პროექტ “საქართველოს თავრობა ღია მმართველობის ფარგლებში” გამართულ შეხვედრაზე.
სურგულაძე: ბრიტანეთიდან ჩამოტანილი ხელნაწერები რამდენიმე დაწესებულებას გადაეცემა
-
28.09.2026
სამტრედიის სკოლაში ბავშვი ლურსმანს გამოედო და ოპერაცია დასჭირდა
-
28.09.2026
ცვლილებებს, რომლითაც ქონების გადასახადის ზღვარი გაიზრდება, დაჩქარებულად განიხილავენ
-
28.09.2026
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
28.09.2026
ანტიანექსიურ პლატფორმას ახალი წევრები შეუერთდნენ
-
28.09.2026
2013 წლის შემდეგ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 870%-ით გაიზარდა
-
28.09.2026
Politico: ბრიუსელი 4 პერსპექტიული კანდიდატი ქვეყნისთვის სამოქმედო გეგმებს ამზადებს
