ახალი ამბები

თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაინიშნა

28 სექტემბერი, 2018 • 47475
თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაინიშნა

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines 2018 წლის 28 ოქტომბრიდან პირდაპირი რეისების შესრულებას იწყებს თბილისიდან იტალიის დედაქალაქის მიმართულებით. ამის შესახებ ინფრომაციას ავიაკომპანია ფეისბუკის ოფიციალური გვერდით ავრცელებს.

რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაკომპანიის ცნობით, ცალმხრივი ბილეთის ღირებულება 320 ლარიდან დაიწყება.

28 ოქტომბრიდან Myway Airlines პირდაპირ რეისებს თბილისიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის მიმართულებითაც შეასრულებს.

Myway Airlines ჩინურმა “ჰუალინგ ჯგუფმა” დააფუძნა საქართველოში და სწორედ ეს ბიზნესჯგუფია ავიაკომპანიის ძირითადი ინვესტორი.  ამ ეტაპზე ავიაკომპანია ორ ბოინგ 737-800-ს ფლობს და უახლოეს სამ წელიწადში ავიაპარკის გაზრდას  ათამდე აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი