ახალი ამბები

ქუთაისში 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს

9 აპრილი, 2014 • • 1308
ქუთაისში 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ამბობს, რომ ყველა მოქალაქის ვალია ეს ადამიანები გაიხსენონ:

 

“ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა. პატივი ვეცით იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს მთლიანობას 9 აპრილს თავი შეწირეს და საფუძველი ჩაუყარეს იმას, რომ საქართველოს კვლავ მოეპოვებინა დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაებრუნებინა.”

 

მეუფე კალისტრატეს თქმით, საქართველო  ყოველთვის იცავდა ენას, მამულს და სარწმუნოებას:


“რა თქმა უნდა, ახლობლებისთვის, ბევრისთვის ეს ხორციელი მწუხარებაა, მაგრამ ჩვენ ბედნიერად უნდა ჩავთვალოთ თავი, რომ ეს სასწაული დაუშვა. მე მთელ საქართველოს მივულოცავ ამ სასწაულის დაშვებას. მადლობას ვწირავ უფალს და შევთხოვ, რომ ასეთი ძალა და ღონე, სანამ იარსებებს დედამიწა, ქართველებს არ მოუშალოს.”

 

იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი კი 9 აპრილს დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს:

 

“მადლობა მინდა ვუთხრა უფალს, მადლობა მინდა ვუთხრა მათ სულებს, რომლებმაც მაგალითი მოგვცეს, როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა და როგორ უნდა შეგეძლოს ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის თავის შეწირვაც კი. მე მინდა მივუსამძიმრო დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებს. 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ ტრაგიკულ დღეს და მადლობა მინდა ვუთხრა მათ, იმ თავდადებისა და მაგალითისთვის, რითაც ყველა ჩვენგანი ცხოვრობს დღეს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი