ახალი ამბები

ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონში

5 აპრილი, 2014 • • 920
ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონში

ცვლილებების თანახმად, 2014 წლის პირველი მარტიდან 2015 წლის 1 იანვრამდე საინვესტიციო ფონდებზე საზედამხედველო უფლებამოსილებას განახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების მიზეზია “საინვესტიციო ფონდების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ყველა სახის საინვესტიციო ფონდებზე ზედამხედველობის უფლებამოსილება 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა, მაგრამ “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის გარეშე ზედამხედველობა ყველა სახის საინვესტიციო ფონდებზე ვერ განხორციელდება:

 

“კანონპროექტის მიზანია არსებული დროებითი ნორმით დადგენილი თარიღის 2014 წლის 1 მარტის 2015 წლის 1 იანვრით შეცვლა “საინვესტიციო ფონდების შესახებ” საქართველოს კანონში მიმდინარე ცვლილებებთან ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა, რათა წლის ბოლომდე საინვესტიციო ფონდები ზედამხედველობის გარეშე არ დარჩნენ და ეს ფუნქცია კვლავ ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს,” – აღნიშნულია განამრტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი