საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიოგი კანდელაკმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ეს კანონპროექტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 

“ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს საქართველოს დემოკრატიული წესწყობილების ნგრევა, პასუხისმგებლობას გაქცეული ოლიგარქის მიერ და როცა ქვეყანაში მკვიდრდება რუსული, ოლიგარქიული არაფორმალური მმართველობის სტილი, როცა ჩვენს ქვეყანას დღეს მართავენ არაუფლებამოსილი პირები. თვითონ ბიძინა ივანიშვილი, ცნობილი იხტიოლოგი,  არის პასუხისმგებლობას გაქცეული ოლიგარქი, პროკურატურას, რომლის ხელითაც ხორციელდება ეს რეპრესიები და ხალხი მართლა დაიღალა ამ დაჭერებით, მართავს ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, ბიზნესებს ალაგებს და ბიზნესის დატერორებით დაკავებული არის ოლიგარქის ნათესავი ბატონი უჩა მამაცაშვილი და რა თქმა უნდა, გარკვეული თვალსაზრისით პრემიერიც, რადგან ის ხალხს არ აურჩევია და ქალბატონო ეკა, ნუ გწყინთ ჰაკიმ-ფაშას, რომ ვეძახით, რადგან ეს სახელი მან თვითონ აირჩია, როცა გამოაქვეყნა გამოძიების საიდუმლო მასალები. ეს კანონპროექტი არის არა მხოლოდ მოქალაეების ჯიბეში ჩაძვრომა, არამედ აუქმებს საბანკო საიდუმლოებას,”-აღნიშნა კანდელაკმა.

 

ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ხოლო, გელა გელაშვილმა გიორგი კანდელაკს შეაგინა. დეპუტატები რამდენიმე წუთის განმავლობაში ადგიელბიდანადგნენ და ერთმანეთს ეკამათებოდნენ, ხოლო დავით უსუფაშვილი მათ ადგიელბის დაკავებისკენ მოუწოდებდა. 

“ვისაც გვინდა, რომგ ადავყვეთ ამ თემას აყევით, აყევით. ამისთვის ვართ აქ? ადგილები დავიკავოთ. ადამიანი არ ხარ, პარლამენტის წევრი ხარ აქ, ადამიანთან ერთად, დავიკავოთ ადგილები,”-მიმარტა დეპუტატებს უსუფაშვილმა. 

 

“უკანონო შემოსავლების ლეგალიზების შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების მიხედვით, კანონის მიღებიდან არაუგვიანეს ორი თვის განმავლობაში, ფინანსური მონიტორინგის სამსახური რეორგანიზებული უნდა იქნეს და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად უნდა ჩამოყალიბდეს.

გარდა ამისა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს პოსტზე ოთხი წლის ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ამას გარდა, ინიციატივით, ყველა ის ნორმა, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ეხება, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონიდან ამოდის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *