ახალი ამბები

პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

27 სექტემბერი, 2018 • 1361
პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა
დღეს, 27 სექტემბერს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს 42 მსჯავრდებული, მათ შორის, 3 ქალი და 1 არასწრულწლოვანი.
რაც შეეხება შეწყალებულ 69 პირს, მათ შორის 4 ქალსა და 6 არასრულწლოვანს სასჯელი შეუმცირდება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა არ შეიწყალა. ზვიად ქორიძის თქმით, მამალაძის საკითხი კომისიაში სპეციალური წესით განიხილეს, რადგან ამ უკანასკნელს სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვს.

სპეციალური წესით განხილვისას კომისიის სხდომას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის 3/4, ხოლო დადებითი გადაწყვეტილება ყველა დამსწრემ ერთხმად უნდა მიიღოს. ქორიძის განმარტებით, მამალაძის საკითხზე კომისიაში კონსენსუსი ვერ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაცია შეწყალების თაობაზე ვერ მისცეს, პრეზიდენტმა კი კომისიის პოზიცია გაითვალისწინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი