ახალი ამბები

22% – ვაშაძე, 18% – ბაქრაძე, 15% – ზურაბიშვილი – რ2-ის კვლევა

27 სექტემბერი, 2018 • 2568
22% – ვაშაძე, 18% – ბაქრაძე, 15% – ზურაბიშვილი – რ2-ის კვლევა

“რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 22% “ძალა ერთობაშიას” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა ხმას, 18% – “ევროპული საქართველოს” კანდიდატ დავით ბაქრაძეს, 15% – “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, 8% – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ შალვა ნათელაშვილს, 3% – დავით უსუფაშვილს, ხოლო 2% – ზურაბ ჯაფარიძეს.

ამასთან, ამავე კვლევით, გამოკითულთა 7% აცხადებს, რომ სხვა კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 25%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის, ან პასუხზე უარს აცხადებს.

ტელეკომპანიის განცხადებით, სოციოლოგიური კვლევა “რუსთავი2”-ის დაკვეთით,  Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი კი 2%-ია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი