ახალი ამბებირეკლამა

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო

27 სექტემბერი, 2018 • 1287
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო. რვა პროფესიულსაგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტების რეგისტრაცია 3-დან 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებასსწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა და დასაქმებისგარანტიით სთავაზობს. კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს, პროფესიონალიპედაგოგების მონაწილეობით, საშუალება ეძლევათ განათლება განახლებულ დათანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო გარემოში მიიღონ. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსურველებს სწავლებას შემდეგ პროგრამებზე სთავაზობს:

[checklist]

  • რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა
  • რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი
  • რკინიგზის ელექტრო მომარაგება
  • ლოკომოტივის მართვა
  • სავაგონო მეურნეობა
  • სარკინიგზო გადაზიდვები
  • რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია ცენტრალიზაცია და ბლოკირება
  • რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა

[/checklist]

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ამერიკის შეერთებული შტატების „ათასწლეულისგამოწვევის ფონდის“ პროექტის– „პროფესიული განათლება ეკონომიკისგანვითარებისათვის,“ ფარგლებში არის დაფინანსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი