ახალი ამბები

ბრალი წაუყენეს პირს, რომელიც საბავშვო ბაღებს კარაქის ნაცვლად იაფფასიან სპრედს აწვდიდა

27 სექტემბერი, 2018 • 2339
ბრალი წაუყენეს პირს, რომელიც საბავშვო ბაღებს კარაქის ნაცვლად იაფფასიან სპრედს აწვდიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე  ერთ მეწარმეს ბრალი წარუდგინეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2018 წელს ერთ-ერთი ინდივიდუალური საწარმოს ხელმძღვანელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში  სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში  შემავალი საბავშვო ბაღებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქტი, მათ შორის, კარაქი უნდა მიეწოდებინა. ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაყალბებული დოკუმენტებისა და კარაქის შესაფუთი მასალის გამოყენებით, საბავშვო ბაღებში  კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედი შეიტანა და მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი