ანონსი–4აპრილი

4 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებები: 

09:00 მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.


11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს 

თემა: რუსული სამხედრო პოსტები ზუგდიდი- თბილისის ტრასაზე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნავთობსადენის „ოკუპაცია“, რუსეთის მიერ BP-ის რეაქცია და არასაპარლამენტო პარტიების კონსულტაციები.


11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“  თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს თემა: „პირადი ახლობლობით მოგებული ტენდერები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და საქართველოს პროკურატურის დუმილი ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტების გამოძიებაზე“. 

 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ტრანსპორტისა და მეგზევეების პროფკავშირირს პრეზიდენტი ლავრენტი ალანია რუსთავი-თბილისი სამარშუტო ტაქსის მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

 12:00 თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სხდომაზე გარემოს დაცვის სამინისტროს და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ. სხდომას მოქალაქეების დაესწრებიან.  

 

 13:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში გელა სალუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: ქალთა უფლებების გაუმჯობესება.

 

 14:00 სატუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია’’-ში საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციისა და ჟურნალ ”საქართველოს ეკონომიკის” ორგანიზებით იმართება თბილისის ეკონომიკურ ფორუმი თემაზე: ”საქართველოს 2013 წლის პოლიტეკონომია და 2014 წლის გამოწვევები”


14:00 ტიფლის ბიზნეს თაუერის საკონფერენციო დარბაზში, აფაქიძის 11, სტრატეგიული და პოლიტიკური კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით  “მაიდანი-ყირიმი-საქართველო.” კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ  ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტები, მათ შორის მაიდანის აქტივისტები, რომლებიც ისაუბრებენ მაიდნის ფენომენზე, ყირიმში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შესაძლებლობებზე.

 

19:00 საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.

 

 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი.