ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ნაპირსამაგრი სამუშაოები სარფში სეზონის დაწყებამდე დასრულდება

3 აპრილი, 2014 • • 1372
ღარიბაშვილი: ნაპირსამაგრი სამუშაოები სარფში სეზონის დაწყებამდე დასრულდება

ირაკლი ღარიბაშვილი ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო და განაცხადა, რომ სანაპირო ზოლის გამაგრება წელს ბათუმშიც დაიწყება.

 

„მთავრობამ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი გამოყო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ არ გეშინოდეთ საკუთარ სახლებში ცხოვრების, დაცული იყოთ სტიქიისგან. აღდგენილი სანაპირო ზოლი თქვენ დაგიცავთ სტიქიისგან და მოსალოდნელი ზარალის რისკს მინიმუმამდე შეამცირებს“, – მიმართა პრემიერმა სარფის მოსახლეობას მათთან შეხვედრისას.

 

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ნაპირსამაგრი სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აჭარაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ყველა პირობას შექმნის.

 

ირაკლი ღარიბაშილი ადგილობრივებს სანაპირო ზოლის გაუმჯობესებას და ქვიშის პლაჟის მოწყობას დაპირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი