ახალი ამბები

საია გია იაკობაშვილის საქმეზე პროკურატურას მიმართავს

25 სექტემბერი, 2018 • 1612
საია გია იაკობაშვილის საქმეზე პროკურატურას მიმართავს

საია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას განცხადებით მიმართავს. საიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის შემდეგ მიიღო, რაც 42 თანამშრომლის საქმეზე გამართული სხდომის ჩანაწერი განადგურდა, რაშიც გია იაკობაშვილი დაადანაშაულეს.

“აგვისტოს ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს გადაეგზავნათ შეთავაზება, რომლის შინაარსიც გულისხმობდა, რომ თანამშრომელი ან თავად წასულიყო სამსახურიდან, ან შემდგომში იძულებული გახდებოდა, რომ წასულიყო. აღნიშნული საკითხის განხილვას ეხებოდა 12 სექტემბრის სხდომის ჩანაწერი. როგორც ორივე მხარე ადასუტრებს, სამეურვეო საბჭოსა და პროფკავშირის წევრები, ორივე მხარე შეთანხმებული იყო , რომ აღნიშული ჩანაწერი უნდა გაკეთებულიყო და შენახულიყო”, – გვიყვება საიას იურისტი მარიამ გოგაშაშვილი.

მისივე თქმით, სხდომის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩანაწერი სწორედ გია იაკობაშვილმა წაშალა.

“თუ რეალურად მან ეს ჩანაწერი წაშალა და არ არსებობს სამეურვეო საბჭოს შეთაანხმება ამ საკითხზე, ვფიქრობთ, რომ ეს შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ეს არის კომპიუტერული მონაცემის წაშლა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  286-ე მუხლია”, – ამბობს იურსიტი.

სხდომის ჩანაწერის წაშლაზე ნეტგაზეთთან სამეურვეო საბჭოს სხვა წევრმა, ნინია კაკაბაძემ ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ჩანაწერი უნდა გასაჯაროებულიყო, ჩანაწერის განადგურებას კი მხოლოდ 2 წევრი უჭერდა მხარს.

“სამსაათიანი შეხვედრა იყო. ჩანაწერში იყო მწვავე კამათი, რამდენიმე ადგილას- ყვირილიც კი, მაგრამ ვერ გეტყვით, რა ითქვა ამ შეხვედრაზე ისეთი, რომ ასეთ შიშის ზარს სცემდა იაკობაშვილს, არ დაეზარა, ქურდულად მიიპარა და წაშალა მასალა. ცხადია, ამის უფლება არ ჰქონდა. ასეთი გადაწყვეტილებები საბჭოს უმრავლესობით მიიღება, ჩანაწერის განადგურების იდეას კი მხოლოდ გია იაკობაშვილი და ზაზა შათირიშვილი იზიარებდნენ, რისი დამადასტურებელი ელექტრონული მიმოწერაც არსებობს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნინია კაკაბაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი