თეა წულუკიანის თქმით, ზუგდიდსა და ფოთში მას იუსტიციის სახლის საძირკველი და კედლები დახვდა:
“ჩვენ ვასრულებთ ზუგდიდის იუსტიციის სახლის მშენებლობას, რომლის საძირკველი და რამდენიმე კედელი დახმვდა ჩაყრილი, ის მაისში გაიხსნება. ჩვენ ვაგრძელებთ ფოთის იუსტიციის სახლის მშენებლობას, სადაც მხოლოდ საძირკველი, ბეტონი დამხვდა მე, და ვთვლით, რომ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ეს უნდა გაგრძელდეს. არ დაგიმალავთ და ჩემი პრიორიტეტი ამის შემდეგ იქნება… არის ერთი ადგილი, სადაც სულ ახლახან შესაბამის მაჟორიტართან ერთად მქონდა კონსულტაციები, თქვენის ნებართვით არ გავამხელ, სტრატეგიული რაიონია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ალბათ იქ იუსტიციის სამინსიტრო თავის ისუტიციის სახლს ჩადგამს და ამაზე გეტყვით.”

მინისტრის თქმით, ამის შემდეგ სამინსიტროს პრიორიტეტი იქნება ე.წ. სოფლის სახლები:
“რაიონის მოსახლეობა და ის ახალგაზრდები იჩაგრებიან იმიტომ, რომ ინტერნეტი ხელმიუწვდომელია, იმიტომ, რომ რაღაც ტიპის სერვისები შორს არის. ეს სერვისი სოფლის სახლების მეშვეობით, ე.წ. საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამჟამად ასეთი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს დუისში, რომელიც ასევე სტრატეგიულია საქართველოსთვის და ის ზაფხულში გაიხსნება. აგრეთვე, მეჯვრისხევი, რომელიც საოკუპაციო ზონასთან ახლოს არის და დაგეგმილია რუისი, ხევი, ჭალადიდი, კოდა, მანგლისი, რომლებიც დაგეგმილი იყო და მივიყვანე ბოლომდე. გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით ჩვენ 8 რაიონი დავფარეთ და დანარჩენი რაიონების დაფარვა მოხდება წლის ბოლომდე, სადაც საერთოდ არ იყო არც ერთი ნოტარიუსი.”
