ახალი ამბები

წულუკიანი: ზოგიერთი მოსამართლე თავს ვალდებულად თვლის განაჩენი ხელმძღვანელობას შეუთანხმოს

1 აპრილი, 2014 •
წულუკიანი: ზოგიერთი მოსამართლე თავს ვალდებულად თვლის განაჩენი ხელმძღვანელობას შეუთანხმოს

იუსტიციის მინსიტრის მოსაზრებით, ბოლოს და ბოლოს, ქართველები მართლაც იმსახურებენ ჰქონდეთ თანამედროვე ტიპის სახელმწიფო. მისივე თქმით, გასული 18 თვის სამინსიტრომ მთავარი აქცენტი ადმაიანის შემდეგ უფლებებზე გააკეთა:

 

“სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება, ინდივიდთა თანასწორობის უფლება, შრომის უფლება, საკუთრების უფლება, ინფორმაციის თავისუფლება და სახელმწიფო სტრუქტურის ღიაობისა და გამჭვირვალობის ვალდებულება, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა, მათი ხარისხი და ბევრი სხვა,”-აღნიშნა წულუკიანმა. 

 

მისივე მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი იუსტიციის სამინისტროსთვის და მთვრობისთვის დიდი შვება იყო: 

 

“სასამართლო ხელისუფლების რეფორმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იმ მომენტში იუსტიციის სამინსიტროსთვის და ზოგადად მთავრობისთვის იყო დიდი შვება. ბატონმა ბიძინამ მხარი დაუჭირა იმ მიდგომას, რომელიც ამ მთავრობის  მიდგომაა და იყო მისი მთავარი მიმართულება, რომ ჩვენ კი არ ვყრით სახლში მოსამართლეებს, რაც არ უნდა დამსახურებული იყოს ეს ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში ეს, არამედ სისტემური მიდგომის საშუალებით  ნაბიჯ-ნაბიჯ ვავითარებთ მართლმსაჯულებას, რომ მივიღოთ ისეთი მართლმსაჯულება, სადც ყველა მოსამართლე იმსახურებს მოსამართლის მანტიას.”

 

წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ არასამთავრობო სექტორთან, სასამართლოსთან კონსულტაციის შედეგად მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში კიდევ ერთი კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ვენეციის კომისიას გაეგზავნება, ხოლო მაისში  პარლამენტში შევა:

 

“ეს გახლავთ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საკუთარი ხელმძღვანელობისგან. რადგან დღეს ისევ გრძელდება პრაქტიკა, როდესაც მოსამართლე სისხლის სამართლის თუ სხვა საქმეზე თავს ვალდებულად თვლის საკუთარი სასამართლოს თავმჯდომარეს შეუთანხმოს გადაწყვეტილება. ეს არ არის სწორი, ეს არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. ამ კანონპროექტით გვინდა ერთხელ და სამუდამოდ აღვადგინოთ სამართლიანობა მართლმსაჯულების შიგნით და მოსამართლეებს აღარ ჰქონდეთ გაციმბირების შიში. დღეს არსებობს მივლინებაში წარგზავნის წესი, რომელსაც ხელმძღვანელობა ხშირად მავნედ იყენებს და ის ურჩი მოსამართლე, რომელიც არასასურველია, გაიგზავნება, ასე ვთქვათ, გადაკარგულ რაიონში. იქ, სადაც არც ვაკანსიაა, არც საქმეების რაოდენობა, ასაბუთებს იმას, რომ იქ ახალი მოსამართლე იქნეს მივლენილი.  ჩვენ კანონით შემოვიტანთ იმას, რომ თუკი რომელიმე მოსამართლე რაიონში გაიგზავნება, იქ უნდა იყოს ვაკანსია, იქ უნდა არსებობდეს საქმეთა ოდენობა, რომელიც ასაბუთებს მისი იქ გაგზავნის აცუცილებლობას და მოსამართლე უნდა იყოს თანახმა. მოსამართლეებზე ძალადობა მათი ხელმძღვანელების მხრიდან უნდა დასრულდეს.”

 

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს პლენუმი არ უნდა ადგენდეს, რამდენი მოსამართლე ეყოლება უზენაეს სასამართლოში საქართველოს:

“ჩვენ ვთვლით, ეს კანონმდებელმა უნდა გადაწყვიტოს და დაადგინოს კანონით, რამდენი მოსამართლე უნდა იყოს უზენაეს სასამართლოში.”

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი