ახალი ამბები

ბარსელონაში ქართული მაფიის ლიდერი, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს – ესპანური მედია

20 სექტემბერი, 2018 • 2892
ბარსელონაში ქართული მაფიის ლიდერი, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს – ესპანური მედია

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. გამოცემა el periodico წერს, რომ პოლიციელებმა ორი გავლენიანი დაჯგუფების 15 წევრი დააკავეს, ათობით პირს კი ამ დრომდე ეძებენ.

გამოცემის ცნობით, ამ დაჯგუფებებიდან ერთ-ერთს ქართული მაფიის ლიდერი მართავდა და მათი საქმიანობა ბინების გაქურდვას მოიცავდა.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დაკავებულებს შორის დაჯგუფების ლიდერი, ე.წ. კანონიერი ქურდიც არის. დაკავებული 53 წლისაა და მას კრიმინალური წარსული რუსეთშიც ჰქონდა.

el periodico კატალონიის პოლიციის ინფორმაციით წერს, რომ ქართული მაფიის ლიდერის სახელზე ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი დანაშაული ირიცხებოდა.

ამავე გამოცემის ცნობით, ქართულ კრიმინალურ  დაჯგუფებებთან გამკლავება ბარსელონის უსაფრთხოებისთვის უმთავრესი გამოწვევაა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი