ახალი ამბები

ხორბლის გადატანაზე შეზღუდვის ბრძანებაზე GDI საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს

20 სექტემბერი, 2018 • 1504
ხორბლის გადატანაზე შეზღუდვის ბრძანებაზე GDI საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) არაკონსტიტუციურად აფასებს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას ხორბლის გადაზიდვის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია ამ თემაზე საკონსტიტუციო სარჩელსაც ამზადებს.

როგორც GDI-ს ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, ბრძანების ამოქმედების შემდეგ საქართველოში ხორბლის შემოტანა მხოლოდ რკინიგზით ან საზღვაო ტრანსპორტით გახდება შესაძლებელი, რაც 2000-ზე მეტ სატვირთო ავტომობილის მძღოლის სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტას გამოიწვევს:

“ათობით იმპორტიორს რკინიგზის ძვირიანი მომსახურებით სარგებლობა, რაც ასევე გამოიწვევს კვერცხის და ქათმის ხორცის გაძვირებას. რა თქმა უნდა, ამ ნორმას საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. (GDI უკვე მუშაობს სარჩელზე), რადგან ეს რეგულაცია ცალსახად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 30.2 და 21-ე მუხლებს. რა ჰქვია სახელმწიფოს ამ ქცევას, როცა ის ართმევს აწყობილ ბიზნესს ათასობით ადამიანს და აძლევს მონოპოლიას საკუთარ კომპანიას (საქართველოს რკინიგზაას)”, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე. 


ხორბლის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მძღოლები აქციებს რამდენიმე დღეა მართავენ. აქციის გამო ამ დრომდე შეწყვეტილია სამუშაო პროცესი  შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში – „გეზი თბილისი“, .

მძღოლები საქართველოს ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანებას აპროტესტებენ, რომლითაც საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანა და გატანა იკრძალება.

სატვირთო ავტომობილების მძღოლები ფინანსთა მინისტრს გუშინ, 19 სექტემბერს შეხვდნენ, თუმცა მინისტრის შეთავაზება, 2019 წლის პირველ იანვრამდე გადავადებულიყო ბრძანების ამოქმედება, მძღოლებისთვის მიუღბელი აღმოჩნდა ისინი ბრძანების დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვენ. ამ ბრძანების მიხედვით, საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტით სხვა ქვეყნიდან ხორბლის შემოტანა იკრძალება.

ამის მიზეზად სამინისტრო ასახელებს ლარსის საბაჟოზე შექმნილი საცობების გამო საქართველოსკენ მომავალი ტურისტების უკან გაბრუნებასა და, შესაბამისად, პოტენციური შემოსავლების დაკარგვას.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

http://batumelebi.netgazeti.ge/news/154319/

მასალების გადაბეჭდვის წესი