ახალი ამბები

გერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

19 სექტემბერი, 2018 • 1947
გერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოს გერმანიის ახალი ელჩი, ჰუბერტ ქნირში ჰყავს. საქართველოში ჩამოსვლამდე ქნირში გერმანიის დიპლომატიურ სამსახურებში რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, პოლონეთსა და რუსეთში მუშაობდა.

საელჩოს ინფორმაციით, ჰუბერტ ქნირშმა დიპლომატიური სამსახური 1989 წელს პოლონეთში, გერმანიის საელჩოში დაიწყო. 1992-95 წლებში ის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხოლო 1995-98 წლებში ვაშინგტონში, გერმანიის საელჩოში მუშაობდა. 1998 წლიდან 2001 წლამდე ქნირში ფედერალური კანცლერის აპარატში საქმიანობდა.

ქნირშის  საქმიანობა ისეთ თანამდებობებსაც მოიცავს, როგორიცაა:

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განყოფილების უფროსის მოადგილე (2001-2005);

გერმანიის საელჩო ვარშავაში, პოლიტიკური განყოფილების უფროსი (2005-2008);

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის, რიხარდ ფონ ვაიცზეკერის ბიუროს ხელმძღვანელი (2008-20011) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური და ფინასური პოლიტიკის განყოფილების უფროსი (2011-2014).

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, ქნირში მოსკოვში არსებულ გერმანიის საელჩოში პოლიტიკური განყოფილების უფროსად 2014-2018 წლებში მუშაობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი