ახალი ამბები

“ვიზეარი” ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს

18 სექტემბერი, 2018 • 2067
“ვიზეარი” ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს

“ვიზეარი” ქუთაისიდან ჩრდილოეთ პოლონეთის საპორტო ქალაქის, გდანსკის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზეა შესაძლებელი და, როგორც თავად კომპანია ამბობს, ბილეთის ფასი 39 პოლონური ზლოტიდან იწყება, რაც დაახლოებით 28 ლარია.

პირველი რეისი გდანსკიდან ქუთაისის მიმართულებით 2 აპრილს შესრულდება. “ვიზეარი” გდანსკი–ქუთაისი–გდანსკის მიმართულებით კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და შაბათს – იფრენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი