ახალი ამბები

ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

27 მარტი, 2014 •
ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ტიმოშენკომ ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“ვაპირებ პრეზიდენტობაზე ვიყარო კენჭი, რადგან არც ერთ პოლოტიკოსს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ, არ ესმით, რამდენად გამჯდარია უკანონობა ჩვენს ქვეყანაში და ჩემზე მეტად არავის სურს მისი დასრულება.”


BBC წერს, რომ ტიმოშენკოს მიმართ ერთსულოვანი მხარდაჭერა უკრაინის ოპოზიციაში არ არსებობს. ტიმოშენკოს დაპატიმრებამდე მისი რეიტინგი იკლებდა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებდნენ ნარინჯისფერი რევოლუციის  შემდგომ პერიოდის ქაოსში. იულია ტიმოშენკოს მიმართ ასევე ისმის ბრალდება, რომ იგი უკრაინის კორუფციული ელიტის წევრი იყო. 

 

იულია ტიმოშენკოს 7 წელი ჰქონდა მისჯილი, სასჯელი  პრემიერ-მინისტრობის პერიოდს უკავშირდებოდა. მისი გათავისუფლების დადგენილება უკრაინის რადამ  22 თებერვალს მიიღო, რის შემდეგაც ტიმოშნკომ საპატიმრო დატოვა. 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი