ზაზა სარალიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს მაღალი შაქრიანობით, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე კვლავ შეუძლოდ გახდა.

როგორც გადაუდებელი სასწრაფო დახმარების პრესსამსახურიდან “ნეტგაზეთს” აცნობეს, სარალიძემ უარი თქვა შემდგომი გამოკვლევისათვის ჰოსპიტალიზაციაზე.

[განახლება: სარალიძე ამის შემდეგ მაინც გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში].

10 სექტემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, და პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, აქციები განაახლეს;

იმავე დღეს სარალიძემ შიმშილობა დაიწყო ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით; სარალიძე და მაჩალიკაშვილი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლემა მკვლელებს აფარებს ხელს და დამნაშავეებს არ სჯის. საპროტესტო აქციები გრძელდება.