ახალი ამბები

ქუთაისქალაქობის აღსანიშნავად 80 ათასი ლარი გამოიყო

26 მარტი, 2014 • • 1050
ქუთაისქალაქობის აღსანიშნავად 80 ათასი ლარი გამოიყო

2 მაისს ქუთაისქალაქობის აღსანიშნავად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს თანხა 10 ათასი ლარით გაიზარდა. უცნობია, კონკრეტულად რატომ გახდა საჭირო ღონისძიების ბიუჯეტის გაზრდა, ან რაში დაიხარჯება დამატებით გამოყოფილი თანხა, რადგან როგორც ქალაქის ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ქავთარაძემ სხდომაზე განაცხადა, კომისია ჯერ კიდევ მუშაობს 2 მაისს გასამართი ღონისძიებების ნუსხაზე:

 

“კომისია ჯერ კიდევ მუშაობს იმაზე, თუ რა ღონისძიებები უნდა გაიმართოს 2 მაისს. უმჯობესია უფრო მეტი თანხა გვქონდეს განსაზღვრული და ნაკლები დავხარჯოთ, ვიდრე ნაკლები გვქონდეს და მეტის დახარჯვა მოგვიწიოს,” – განაცხადა ქავთარაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი