ახალი ამბები

#გმადლობთმაია – NAEC მიმინოშვილს განცხადებით ემშვიდობება

13 სექტემბერი, 2018 • 2454
#გმადლობთმაია – NAEC მიმინოშვილს განცხადებით ემშვიდობება

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებით ემშვიდობება მაია მიმინოშვილს, რომელიც განათლების ახალმა მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ცენტრი განცხადებას ფეისბუკზე ავრცელებს.

“#გმადლობთმაია – მადლიერების გამოხატვა მრავალი ფორმითაა შესაძლებელი, ზოგჯერ – უსიტყვოდ. თუმცა ყველაზე მეტყველ დუმილსაც კი ხანდახან ფრაზებად ქცევა შეიძლება დასჭირდეს და ზოგჯერ – საქვეყნოდ. ბედნიერებაა შენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ საქმეს ემსახურებოდე. დიდ წარმატებას პროფესიონალთა გუნდი აღწევს, ასეთ გუნდს კი მხოლოდ განსაკუთრებული ლიდერი ქმნის…

გვესმის, რომ საუკეთესო შემფასებელი ისევ დროა… მაგრამ გვინდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადოთ საჯაროდ – დიდ გამოწვევებს მხოლოდ გამორჩეული პიროვნებები უმკლავდებიან!

მაია, გვიყვარხარ და მადლობას გიხდით იმის გამო, რომ შესაძლებლობა მოგვეცი, წლების განმავლობაში შენთან ერთად გვეკეთებინა ჩვენთვის საინტერესო და ძვირფასი, ხოლო ქვეყნისათვის აუცილებელი საქმე სრულიად განსაკუთრებულ გარემოში, სადაც თითოეული ჩვენგანი თავს ბედნიერ, საჭირო, ღირსეულ და ამაყ ადამიანად გრძნობდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი