ახალი ამბები

პროფესორი აცხადებს, რომ “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერის გამო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს

25 მარტი, 2014 • • 976
პროფესორი აცხადებს, რომ “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერის გამო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს

ირაკლი ჯულაყიძე ამტკიცებს, რომ რახან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, ამის გამო  კომისიამ, რომელიც პროფესორების სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ამოწმებდა, უნივერსიტეტიდან დაითხოვა:

 

„მითხრეს, რომ კონკურსი ვერ გაიარეო. მთელმა ქუთაისმა იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ვარ, მე უშუალოდ პარტიის წევრი არ ვარ, არც გავხდები ოდესმე, მაგრამ იციან, რომ ჩემი სიმპათიები „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის და ახლა უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც „ნაციონალებმა“ მოიყვანეს თავის დროზე და უდიდესი „ოცნებისტი“ გახდა, მავიწროვებს იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს არ ვუჭერ. მავიწროვებს როგორც რექტორი,რომელიც სკამის შენარჩუნებას ცდილობს, ასევე პრორექტორი შალვა კირთაძე. ამათ პროფესიონალები არ უნდათ, უნდათ მექრთამეები, მეფულეები, გათახსირებული ხალხი და დებილები, რადგან დებილი ადვილი სამართავია.“

მასალების გადაბეჭდვის წესი