საქართველოს მთავრობამ  „მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს” აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად მიწა გადასცა.

ცენტრი თბილისში აშენდება და 230 ბენეფიზიარისთვის იქნება განკუთვნილი. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფონდს საქელმწიფო გადასცემს  3040 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს:

„ცენტრი განკუთვნილი იქნება 230 ბენეფიციარისთვის, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენი ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.