ნეტგაზეთი | Myvideo.ge-მ “რუსთავი 2-სა” და “იმედის” არხები გათიშა Myvideo.ge-მ “რუსთავი 2-სა” და “იმედის” არხები გათიშა – Netgazeti

Myvideo.ge-მ “რუსთავი 2-სა” და “იმედის” არხები გათიშა

Myvideo.ge-დან შეწყდა რამდენიმე ქართული ტელეარხის, მათ შორის, “რუსთავი 2-ის”, “იმედის”, “მაესტროს”, GDS-ის, “კომედი არხისა” და “მარაოს” პირდაპირი  ტრანსლირება. როგორც”ნეტგაზეთს” კომპანიაში განუცხადეს, რამდენიმე ქართული არხის პირდაპირი ტრანსლირება  მართლაც შეწყდა, თუმცა ჩვენს კითხვას, რა მიზეზით მოხდა ეს – კომპანიაში არ უპასუხეს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად Myvideo-მ მიიღო. გვარამია ამბობს, რომ პორტალმა უარი განაცხადა ტელეკომპანიების მოთხოვნაზე,  ტრანსლირების სანაცვლოდ მათთვის გადაეხადათ. ამიტომ რუსთავი 2  ნუსხიდან ამოიღო.

გვარამიას თქმით, ეს მათი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და გამავრცელებლებს კონტენტს უფასოდ ვეღარ მიაწვდიან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.