ახალი ამბები

გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს სახალხო დამცველი სწავლობს

24 მარტი, 2014 • • 1029
გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს სახალხო დამცველი სწავლობს

მადონა ბასილაძის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საკანში არსებულ საპირფარეშოში ჩამოიხრჩო თავი. მისივე თქმით, საკანში მყოფი სხვა პატიმრები ამბობენ, რომ საპირფარეშოდან ხმაური არ გაუგონიათ:

 

„გეგუთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინაორებს გამოძიება. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, რაც დაწესებულებაში არის და რომელიც ჩვენ შევამოწმეთ, გარდაცვლილს აღენიშნებოდა სარტყლისებრი ნაჭდევი კისერზე. გამოძიება დაიწყო  115-ე მუხლით . მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო საკანში არსებულ საპირფარეშოში.  საკანში სულ 6 მსჯავრდებული იმყოფება და მათი თქმით, საპირფარეშოდან ხმაური არ გაოგონიათ.  ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს.“

 

“სახალხო დამცველი ყურადღებით დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობის პროცესს, დასრულებისთანავე გაეცნობა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას და შედეგების შესაბამისად მოახდენს სათანადო რეაგირებას”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

გარდაცვლილი მსჯავრდებული 26 წლის იყო და სასჯელს იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის და ქურდობისთვის იხდიდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი