ახალი ამბები

გახარია: სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას

12 სექტემბერი, 2018 • 1299
გახარია: სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას

დღეს, 12 სექტემბერს, თბილისში მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა მარიხუანის მოხმარების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევაზე, რომელიც ახალი კანონპროექტით არის გათვალისწინებული. მისი თქმით, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს მოხმარების წახალისებისთვის.

“ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავუბრუნდეთ  მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც. ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამისნიტროსთვის, რა არის მთავარი?! – იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და არც მოხმარების მომენტი, არც ეფექტური კონტროლის პირობებში, სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას. პირიქით, გარკვეულ შემთხვევებში თუ შევძლებთ რესურსულად სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის  გაძლიერებას, მაშინ პირიქით, მოგვეხმარება. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს მკაცრი და ეფექტური რეგლამენტაციის საშუალება და კონტროლის საშუალება, სამედიცინო მიზნით კანაფის, მცენარის კულტივაცია, არ შექმნის დამატებით რისკებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წახალისებისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ექსპორტისთვის კანაფის მოყვანა მკაცრად იქნება დარეგულირებული – ბახტაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი