პოლიციამ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ საწვიმარი კარვების გაშლის საშუალება არ მისცა.
ამას აქციაზე დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია ამჟამად დაძაბულია. სარალიძე ცუდადაც გახდა, მისმა მხარდამჭერებმა სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც სარალიძე ადგილიდან წაიყვანა.
პოლიციამ საწვიმარი კარვის კონსტრუქციები რუსთაველიდან წაიღო.