ახალი ამბები

თბილისში ავტოფარეხის ნანგრევებში 3 არასრულწლოვანი მოჰყვა – ერთის მდგომარეობა მძიმეა

10 სექტემბერი, 2018 • 1447
თბილისში ავტოფარეხის ნანგრევებში 3 არასრულწლოვანი მოჰყვა – ერთის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში,  გარდაბნის გზატკეცილზე,  ავტოფარეხი ჩამოინგრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნანგრევებში 3 არასრულწლოვანი მოჰყვა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ორი დაშავებულის მდგომაროება კი სტაბილურია:

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი