ახალი ამბები

საგანელიძე: ამ ქვეყანაში ცხოვრება სამარცხვინოა

21 მარტი, 2014 •
საგანელიძე: ამ ქვეყანაში ცხოვრება სამარცხვინოა

დავით საგანელიძე აცხადებს, რომ იმ ადამიანებისგან, ვინც ექსპერტიზა ჩაატარა, პასუხები უნდა იქნას მიღებული:


“უნდა გაირკვეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა, როგორც ეს გაგვიცხადეს, თუ რამე სხვა ფაქტებს ჰქონდა ადგილი. თუ ვინმე დააკავეს, თუ ვინმესგან ინფორმაცია დამატებით არის მისაღები, ეს აუცილებელი პროცესია, რადგან საზოგადოებამ პასუხები მიიღოს.”

 

საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ საქმე გასაჯაროვდეს, საგანელიძე აცხადებს, რომ რაღაც დეტალები ვერ გასაჯაროვდება. მისივე მოსაზრებით, საჭიროა საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შექმნა:

 

“არსებობს საკითხები, რომლებიც შეიძლება არ გასაჯაროვდეს, ზოგადად. კონკრეტულად არ ვიცი რას გულისხმობენ. ყველაფერი იქნას შესწავლილი, გარკვეულმა ჯგუფმა – იქნება ეს პროკურატურის, თუ პარლამენტის ნდობის ჯგუფი, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის შექმნილი, მაგრამ უნდა იყოს და გარკვეულმა ინსტანციებმა იცოდნენ, რა ხდება. რა გასაჯაროვდეს და რა არა, ეს მეორე საკითხია, მაგრამ  დღეს ზუსტი ინფორმაცია არავის აქვს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უფრო სწორად, ინფორმაცია აქვთ იმათ, ვინც გაქცეულია და უცხოეთიდან გვასწავლის ჭკუას, ან ზოგი აქ არის, იმალება და არაფერს ამბობს.”

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსს მიხეილ ძაძამიას ბრალი წაუყენა საქართველოს სსკ-ის 342-ე მე-2  ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით. ხოლო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილ გამგეს ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი