ახალი ამბები

რუსეთში აქციებზე ასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები დააკავეს

10 სექტემბერი, 2018 • 3422
რუსეთში აქციებზე ასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები დააკავეს

რუსეთში საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ მიმართულ აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. პოლიციამ ოპოზიციის დაკავებული ლიდერის, ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ათობით ქალაქში გუშინ, 9 სექტემბერს ძალის გამოყენებით დაშალა.

ОВД-Инфо-ს ცნობით, რომელიც აქციებზე პოლიციის ქმედებებს მონიტორინგს უწევს, ყველაზე მეტი, 452 ადამიანი პეტერბურგში დააკავეს. შემდეგ მოდის ქალაქი ეკატერინბურგი, სადაც 183-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, დედაქალაქ მოსკოვში კი პოლიციამ 43 ადამიანი აიყვანა. ტელეკომპანია Дождь-ის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ბავშებიც არიან.

პოლიცია აკავებს არასრულწლოვანს პეტერბურგში მიმდინარე აქციაზე. ფოტო: EPA/ANATOLY MALTSEV

პოლიცია აკავებს არასრულწლოვანს პეტერბურგში მიმდინარე აქციაზე. ფოტო: EPA/ANATOLY MALTSEV

აქციის მონაწილეების დაკავება პეტერბურგში მიმდინარე აქციაზე. ფოტო: EPA/პოლიცია აკავებს არასრულწლოვანს პეტერბურგში მიმდინარე აქციაზე. ფოტო: EPA/ANATOLY MALTSEV

რეფორმის მიხედვით, რომელსაც გასულ კვირას რუსეთის მასშტაბით ათობით ათასი ადამიანი აპროტესტებდა, კაცების შემთხვევაში, 2028 წელს საპენსიო ასაკი 60-დან 65 წლამდე იწევს, ქალებისთვის კი, 2034 წელს  55-დან 63 წლამდე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთში კაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 66 წელია, ქალებისა კი, 77. პროფკავშირები და ცვლილების სხვა მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ არაერთი ადამიანი აწეულ საპენსიო ასაკამდე ვერც კი მიაღწევს.

BBC-ის ცნობით, გასულ კვირაში დაგეგმილი ცვლილებები რუსეთის მასშტაბით ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. მათ შორის არიან როგორც ასაკოვანი მოქალაქეები, ისე ახალგაზრდები, რომლებიც შიშობენ, რომ საპენსიო ასაკის აწევა მათთვის სამუშაოს პოვნას მეტად გაართულებს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “პუტინი ქურდია!”, “რუსეთი იქნება თავისუფალი!”, “ძირს მეფე!” და ა.შ. გამოსვლები იმართება ორგანიზატორის – ალექსეი ნავალნის გარეშე, რომელსაც სასამართლომ ჯერ კიდევ აგვისტოში 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

აქცია საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ მოსკოვში. ფოტო: EPA/YURI KOCHETKOV

აქცია საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ მოსკოვში. ფოტო: EPA/YURI KOCHETKOV

დაგეგმილი რეფორმების გადახედვას პრეზიდენტი პუტინი არ აპირებს. მისი თქმით, არსებული მოცემულობა ინფლაციის და სიღარიბის რისკებს ზრდის და ცვლილებების ვადები აღარ გადაიწევს.

ლევადა ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე პროცესები პუტინის რეიტინგზეც აისახა. “რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის” მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის პოპულარობა ბოლოს ასეთი დაბალი 2011 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი