“ყოველწლიურად 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ამიტომ ვალდებული ვართ, მეტი ვიცოდეთ დაუნის სინდრომის შესახებ. მხოლოდ სათანადო ცოდნით აღჭურვილი შევძლებთ ამ ადამიანებზე ზრუნვას, მათი უფლებების დაცვასა და პირობების შექმნას იმისათვის, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში, როგორც ცივილიზებულ ქვეყანაში, ბავშვებს დაუნის სინდრომით გზა უნდა გავუხსნათ ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, მაქსიმალურად ჩავაბათ შემოქმედებით საქმიანობასა თუ სპორტში, რათა მშვიდად იცხოვრონ ახლობლების გარემოცვაში, იგრძნონ თავი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან, ღირსეულ წევრებად და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. მეც, როგორც პრეზიდენტი და მოქალაქე, თავს ვალდებულად ვგრძნობ, მეტი ყურადღება და დრო დავუთმო იმ გზებისა და საშუალებების შესწავლას, რომლებიც ჩვენ ყველას სოლიდარულ თანაცხოვრებამდე მიგვიყვანს”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
მარგველაშვილი: ჩვენ ვალდებული ვართ მეტი ვიცოდეთ დაუნის სინდრომის შესახებ
-
21.11.2026
ოქტომბერში შემოწმდა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო – სოკარი ქუთაისში აფეთქებულ ბინაზე
-
21.11.2026
როგორია ქუთაისში კორპუსის აფეთქებისას დაშავებული ქალის მდგომარეობა
-
21.11.2026
უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვი
-
21.11.2026
დაშავებული ქალის ინფორმაციით, გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც მოხდა აფეთქება – ქუთაისის მერი
-
21.11.2026
ქუთაისში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად, კორპუსში აფეთქება მოხდა
-
20.11.2026
ივანიშვილი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს საცხოვრებელ ბინებს ჰპირდება
