“ყოველწლიურად 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ამიტომ ვალდებული ვართ, მეტი ვიცოდეთ დაუნის სინდრომის შესახებ. მხოლოდ სათანადო ცოდნით აღჭურვილი შევძლებთ ამ ადამიანებზე ზრუნვას, მათი უფლებების დაცვასა და პირობების შექმნას იმისათვის, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში, როგორც ცივილიზებულ ქვეყანაში, ბავშვებს დაუნის სინდრომით გზა უნდა გავუხსნათ ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, მაქსიმალურად ჩავაბათ შემოქმედებით საქმიანობასა თუ სპორტში, რათა მშვიდად იცხოვრონ ახლობლების გარემოცვაში, იგრძნონ თავი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან, ღირსეულ წევრებად და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. მეც, როგორც პრეზიდენტი და მოქალაქე, თავს ვალდებულად ვგრძნობ, მეტი ყურადღება და დრო დავუთმო იმ გზებისა და საშუალებების შესწავლას, რომლებიც ჩვენ ყველას სოლიდარულ თანაცხოვრებამდე მიგვიყვანს”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
მარგველაშვილი: ჩვენ ვალდებული ვართ მეტი ვიცოდეთ დაუნის სინდრომის შესახებ

-
24.11.2026 ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა გადაიდო -
24.11.2026 პოლონეთის საგარეომ საჰაერო სივრცის დარღვევების გამო რუსეთის ელჩი დაიბარა -
24.11.2026 Rapporteur: კალასმა სირიასთან არაერთხელ დააყენა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი -
24.11.2026 გრანტების სააგენტო 2027 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება -
24.11.2026 „გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი აქედან“ — ნიკა გვარამია საკონსტიტუციოდან გააძევეს -
24.11.2026 პუტინმა გაგლოევი “სამხედრო-მემორიალურ საკითხებში წარმომადგენლად” დანიშნა