ახალი ამბები | ,

კობიაშვილის თქმით, არეულობის შემთხვევაში UEFA-ს შეუძლია თამაში ჩაშალოს

9 სექტემბერი, 2018 | | 1987
კობიაშვილის თქმით, არეულობის შემთხვევაში UEFA-ს შეუძლია თამაში ჩაშალოს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილის თქმით, დღეს, 9 სექტემბერს საქარტველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის დაგეგმილ შეხვედრას საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. კობიაშვილი გულშემატკივარს სტადიონზე წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, არეულობის შემთხვევაში UEFA-ს თამაშის ჩაშლა შეუძლია, რაც ნაკრებისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.

“ჩვენთვის პირორიტეტია ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოება რომელიც სტადიონზე იმყოფება. გმაომდინარე იქიდან, რომ ეს ოფიციალური მატცია, მას ჰყავს თავისი დელეგატი. შესაბამისად, ნებისმიერი არასპორტული ქმედება, რომელმაც შეიძლება რაიმე სახის ნეგატივი გმაოიწვიოს შესაძლოა ძალიან მკაცრად შეფასდეს. ამას წყვეტს უშუალოდ დელეგატი, თუ რაიმე ხდება ტრიბუნაზე შეუძლია თამაშის შეწყვეტა და ჩაშლა. ეს კატასტროფა იქნება, ჩვენ ეს არ გვჭირდება და მე დარწმუნებული ვარ” – ამბობს კობიაშვილი.

შსს უმკაცრეს რეაგირებას ჰპირდება ყველას, ვინც საქართველო-ლატვიის მატჩზე კანონს დაარღვევს

მასალების გადაბეჭდვის წესი