ახალი ამბები

თუ ტელევიზიას დათმობთ, “ომეგას” ფინანსური პრობლემები მოგვარდებაო – ნატო ჩხეიძე

7 სექტემბერი, 2018 • 2083
თუ ტელევიზიას დათმობთ, “ომეგას” ფინანსური პრობლემები მოგვარდებაო – ნატო ჩხეიძე

ნატო ჩხეიძის განცხადებით, ხელისუფლებისაგან მათ მიიღეს შემოთავაზება, რომ თუ ტელეკომპანია “იბერიას” დათმობდნენ, ომეგა ჯგუფის ფინანსური პრობლემები მოგვარდებოდა.

ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ (პატრიოტთა ალიანსი) ჟურნალისტებს განუცხადა.

ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, ბოლო ორი წელია ომეგა ჯგუფი ხელოვნურად შექმნილი ფინანსური პრობლემების წინაშე დგას და ზემოხსენებული “შეთავაზება” სწორედ ამ კონტექსტში გაკეთდა.

ჩხეიძეს არ დაუკონკრეტებია დეტალები: ვინ შესთავაზა მათ ტელევიზიის დათმობა. მან განაცხადა, რომ ამას უცხოურ სასამართლოში იტყვიან, თუმცა არც ის დააკონკრეტა, რა ტიპის სამართლებრივ დავას აპირებენ უცხოეთში, ან ვის წინააღმდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი