ახალი ამბები

კულტურის სამინისტროს საყდრისში სპეციალისტების დაშვებას სთხოვენ

19 მარტი, 2014 • • 994
კულტურის სამინისტროს საყდრისში სპეციალისტების დაშვებას სთხოვენ

ორ არასამთავრობო ორგანიზაციასა და სტუდენტურ გაერთიანებას მიაჩნია, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ ბოლო დროის განვითარებულმა მოვლენებმა ცხადი გახადა, რომ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება.


ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ძეგლზე დაუშვან ჟურნალისტები და ის არქეოლოგები, რომლებიც ძეგლს იცნობენ და საზოგადოების ნდობას იმსახურებენ: გიორგი მინდიაშვილი, გიორგი გოგოჭური და გოდერძი ნარიმანაშვილი. 


მეორე მოთხოვნით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ახსენებენ მის წერილბით შეპირებას, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური  მემკვიდრეობის მნიშვნელობის მიუკერძოებელი შეფასების მიზნით უნდა შეიქმნას კომისია მადრიდის, ტულუზის, ინსბრუკის, კორკისა და სოფიას უნივერსიტეტებიდან და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული სამთო არქეოლოგიის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს შეისწავლის. 

 

კულტურის სამინისტრმა გურამ ოდიშარიამ 7 ოქტომბერს თანხმობა გამოთქვა, რომ მოიწვევდა საერთაშორისო ექსპერტებს საკითხის შესასწავლად. თუმცა 2014 წლის 14 მარტს სამინისტრომ წიაღისეულის მომპოვებელ კომპანია RMG-ის საყდრისში წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების დაწყების ნებართვა მისცა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი